2016 წლიდან მოყოლებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“.
რიგით მე-8 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 23-24 ნოემბერს.
წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავს:
- ენათმეცნიერების;
- ლიტერატურის;
- მწერლის ენისა და სტილის;
- ლიტერატურის თეორიისა თუ ფოლკლორის სხვადასხვა საკითხს;
- აგრეთვე ─ ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ არაერთ სფეროს.
კონფერენცია გაიმართება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (მე-200 აუდიტორია).