ცხადდება გაცვლითი პროგრამა - სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტში, კორეაში!
პარასკევი, 10 ნოემბერი, 2023
ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი აცხადებს გაცვლით პროგრამას, სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტში, კორეა! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2023-2024 სასწავლო წლის, გაზაფხულის სემესტრი).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის, ასევე, ინფორმატიკისა და ინჟინერიის, ჰუმანიცატულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის საბაკალავრო პროგრამის, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს.
- საშუალო შეწონილი ქულა (GPA) უნდა უდრიდეს/აღემატებოდეს 3.0-ს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად (საერთაშორისო სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- ყოველთვიური სტიპენდია
- ფრენის ხარჯების ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- სასურველია ინგლისური ენის სერტიფიკატი
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის მიღება/შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- კანდიდატურის არჩევა (მიმღები უნივერსიტეტი - Sungshin Women's University).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 16 ნოემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტი- ბაკალავრი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ; ana.zanqaidze@gau.edu.ge