სიახლეები და ღონისძიებები

პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე 52-ე ნაკადმა სწავლა დაასრულა.

პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე 52-ე ნაკადმა სწავლა დაასრულა.

ორშაბათი, 02 ივნისი, 2025

აჩვენე კალენდარზე

31 მაისს (2025) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის ზამთრის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა საგამოცდო ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს და სწავლის დასრულება სერტიფიკატების მიღებით აღნიშნეს.

დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და პიარსკოლის თანამდამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი ესწრებოდნენ.

გიზიარებთ პიარსკოლელთა შეფასებებს:

პიარსკოლის მთავარი უპირატესობა მისი პრაქტიკული მიდგომაა, თეორიული მასალის პარალელურად რეალურ ქეისებზე მუშაობა და გუნდური დავალებები გეხმარება, სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური და საინტერესო გახდეს. განსაკუთრებულად ღირებული იყო ლექტორების გამოცდილების გაზიარება, იმ ადამიანებისგან სწავლა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ კომუნიკაციის სფეროში და თავიანთ წარმატებულ თუ წარუმატებელ მაგალითებს გიზიარებენ.-მარიამ ქვარცხავა

ჩემთვის, პიარსკოლის უპირატესობა ასოცირდება ძლიერ ლექტორებთან, რომლეთაგან ყველას, ინდივიდუალური მეთოდი ჰქონდა ლექციებისთვის შემუშავებული. მიმიდნარე სასწავლო პროცესის დროს ყველაზე მეტად ჩემზე შტაბეჭდილება მოახდინა ცოცხალი მაგალითების განხილვამ, დისკუსიებმა, მუდმივმა ინტერქციამ ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. ამას გარდა, კურსზე მომეწონა ხშირი პრეზენტაციების წარდგენა, ყოველი საგნის დასრულებისას.-გვანცა შინდელიშვილი

GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა