
ლეგენდარული გემო, მრავალწლიანი ისტორია და ბრენდი, რომელიც მომენტებს განსაკუთრებულს ხდის.
GAUელები, კარიერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ, გასვლით შეხვედრაზე Coca-Cola-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და თავადვე იხილეს როგორ იქმნება თითოეული პროდუქტი და როგორ იქცევა მისი ცალკეული კომპონენტები ერთ დიდ ისტორიად.
მარკეტინგის გუნდმა კი სპეციალურად GAU-ს სტუდენტებისთვის ჩაატარა ინსპირაციული პრეზენტაცია პროდუქციაზე, ბრენდის ფილოსოფიაზე და ინდუსტრიის ინოვაციებზე.
მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიას Coca-Cola Bottlers Georgia