სიახლეები და ღონისძიებები

რეგისტრაცია ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (60 კრედიტი- ქართულენოვანი )

რეგისტრაცია ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (60 კრედიტი- ქართულენოვანი )

ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (60 კრედიტი - ქართულენოვანი) ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია, ონლაინ ფორმატით, 1 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

რეგისტრაციის გავლა ხდება ონლაინ ფორმატით, მითითებულ ბმულზე, ხოლო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (მერაბ ალექსიძის ქ.10) მოხდება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა: 

  • 2 ფოტოსურათი (ზომით 3x4)
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2025 წლის კურსდამთავრებულები დიპლომის არ ქონის შემთხვევაში წარმოადგენთ ცნობას ხარისხის მინიჭების შესახებ)
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სამხედრო ბილეთი (ვაჟების შემთხვევაში)
  • ფორმა 100 (სპეციალური სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში)

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (60 კრედიტი - ქართულენოვანი) ონლაინ რეგისტრაციისას აუცილებელია ატვირთოთ:

  • არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილების დამადასტირებელი დოკუმენტი მართვის/ადმინისტრირების სფეროში. (სამუშაოს აღწერილობა- jobs description, ფუნქციური ინფორმაცია წლების მიხედვით, მოვალეობის და პოზიციის მითითებით.უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი საბუთი, არასაკმარისი ინფორმაციის შემთხვევაში)

რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტს ჩაუტარდება 15 დან 20 სექტემბრის ჩათვლით, ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე) და გასაუბრება სპეციალობაში.

GAU-ს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა კი 22 სექტემბერს დაიწყება! 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმუმ სამ ნაწილში გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა