
რეგისტრაცია ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (120 კრედიტი- ქართულენოვანი )
ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (120 კრედიტი - ქართულენოვანი) ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია, ონლაინ ფორმატით, 1 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის გავლა ხდება ონლაინ ფორმატით, მითითებულ ბმულზე, ხოლო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (მერაბ ალექსიძის ქ.10) მოხდება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
- 2 ფოტოსურათი (ზომით 3x4)
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2025 წლის კურსდამთავრებულები დიპლომის არ ქონის შემთხვევაში წარმოადგენთ ცნობას ხარისხის მინიჭების შესახებ)
- სამაგისტრო გამოცდის ბარათი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სამხედრო ბილეთი (ვაჟების შემთხვევაში)
- ფორმა 100 (სპეციალური სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში)
რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტს ჩაუტარდება 15 დან 20 სექტემბრის ჩათვლით, ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე) და გასაუბრება სპეციალობაში.
GAU-ს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა კი 22 სექტემბერს დაიწყება!
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმუმ სამ ნაწილში გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.