
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამები:
- ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა
- საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა
- ევროპული ინტეგრაციის და შრომითი ურთიერთობების (EIGER) სამაგისტრო პროგრამა
- ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა
ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია, ონლაინ ფორმატით, 1 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის გავლა ხდება ონლაინ ფორმატით, მითითებულ ბმულზე, ხოლო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (მერაბ ალექსიძის ქ.10) მოხდება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
- 2 ფოტოსურათი (ზომით 3x4)
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2025 წლის კურსდამთავრებულები დიპლომის არ ქონის შემთხვევაში წარმოადგენთ ცნობას ხარისხის მინიჭების შესახებ)
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სამხედრო ბილეთი (ვაჟების შემთხვევაში)
- ფორმა 100 (სპეციალური სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში)
საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ 15-20 სექტემბრის ჩათვლით აპლიკანტს ჩაუტარდება გასაუბრება და ტესტირება ინგლისურ ენაში.
GAU-ს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა კი 22 სექტემბერს დაიწყება!
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმუმ სამ ნაწილში გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.