სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის რუმინეთში, ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტში!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის რუმინეთში, ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტში!

ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2025

აჩვენე კალენდარზე

აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, რუმინეთში, ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დიპლომატიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • პასპორტის ფოტო;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩეის კრიტერიუმები: 

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 31 იანვრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა