ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბუღალტერთა პროფესიული ასოციაციის ACCA-ს (Association of Chartered Certified Accountants) აკრედიტაცია მოიპოვა.
შეხვედრის ფარგლებში, GAU-მ ACCA-ს წარმომადგენლებს: Filiz Demiröz-სა და Ülgen Coşkun-ს უმასპინძლა. (13.06.23)
შეხვედრა ACCA-ისა და სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმო.
შეგახსენებთ, რომ ACCA-ის გადაწყვეტილებით, GAU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომელთაც აუდიტისა და ბუღალტერიის მიმართულება აქვთ არჩეული, ACCA-ის საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში 6 საგანი უღიარდებათ.