სიახლეები და ღონისძიებები

ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-11 ნაკადის გამოშვება

ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-11 ნაკადის გამოშვება

ხუთშაბათი, 20 ნოემბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

17 ნოემბერს (2025) ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-11 ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები ეფემია ლორია და თამარ რატიანიძე, ასევე უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე ესწრებოდნენ.

კურსი შემუშავებულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონით  გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და მისი მიზანია ფინანსური და არაფინანსური ინსტიტუტებისათვის (ბაკები, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციები, მიწის და ონლაინ კაზინოები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები,  საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და სხვ.) კონკურენტუნარიანი AML  სპეციალისტების,  მენეჯერებისა და ოფიცრების მომზადება.

პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე, მოიცავს როგორც თეორიულ მომზადებას, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებს, სიმულაციებსა და დისკუსიებს.

GAU კურსის მე-11 ნაკადის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა