ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება
შაბათი, 19 მარტი, 2016
19 მარტს, ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) შემოდგომის ნაკადი დასრულდა. დიპლომების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროგრამის მენტორები.
გამოვლინდა ასევე გამარჯვებული პროექტი და მათ ავტორებს გადაეცა ფულადი პრიზი.
პროექტის ტიპი: ბიზნეს გეგმა
პროექტის შინაარსი: საშუამავლო მომსახურება ავიახაზებზე
პროექტის ავტორები: თამუნა ბუაძე და მიხეილ ბოლქვაძე
კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ BMB-ის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს!