გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 31 მარტი, 2026
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე ესპანეთში, ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში ესპანეთში (2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს; ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის I და II სემესტრის სტუდენტებს; ამავე ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებს; ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ესპანური ენების B2 დონეზე ცოდნა;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
580 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ინგლისური ან ესპანური ენების სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
- Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის);
- დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის)
იხილეთ წინასწარი საგნების კატალოგი: Bachelor's Degrees in English - Universitat Autònoma de Barcelona - UAB Barcelona
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- კანდიდატის შერჩევა (მიმღები უნივერსიტეტი)
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2026 წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 7 აპრილის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Autonomous University of Barcelona!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge