ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში!
ხუთშაბათი, 02 აპრილი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზე, ტუშას უნივერსიტეტში, იტალიაში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 160 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
- 360 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა - გთხოვთ იხილოთ შაბლონი;
- დასაქმების ცნობა;
- გთხოვთ იხილოთ ადმინისტრაციული პერსონალის გზამკვლევი.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: საერთაშორისო სტაფ კვირეული ჩატარდება 8-12 ივნისის კვირაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 13 აპრილი 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ,,ტუშას უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი.”
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge