სიახლეები და ღონისძიებები

სტაჟირების შესაძლებლობები და კარიერული კონსულტირება

სტაჟირების შესაძლებლობები და კარიერული კონსულტირება

პარასკევი, 17 მარტი, 2023

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს სტუდენტები, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და ICDC-ის ორგანიზებით, კარიერულ კონსულტირების პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლიან.

პროექტის ფარგლებში, GAU-ში ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს - ICDC ვუმასპინძლეთ, თემაზე: ,,სტაჟირების შესაძლებლობები და კარიერული კონსულტირება“.

პროექტის ექსპერტმა, მაკა კუკავამ და კარიერის კონსულტანტმა მაკა მჟავანაძემ GAU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ანაზღაურებადი სტაჟირების ვაკანსიები გააცნეს. სტუდენტები კარიერის კონსულტირების პროცესს დააკვირდნენ და რეალურ დემო სესიაზე მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის დასასრულს, ICDC-მ 9 GAUელს კარიერული კონსულტირება დაუფინანსა. პროექტი სტუდენტების პროფესიულ წინსვლასა და პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და კონკურენტულ გარემოში, მათ ეფექტური თვითპოზიციონირებისთვის საჭირო უნიკალური უნარების გამომუშავებაში დაეხმარება.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა