სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს ბიზნესის სკოლამ ACCA-ს აკრედიტაცია მოიპოვა

GAU-ს ბიზნესის სკოლამ ACCA-ს აკრედიტაცია მოიპოვა

ორშაბათი, 20 მარტი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბუღალტერთა პროფესიული ასოციაციის ACCA -ს (Association of Chartered Certified Accountants) აკრედიტაცია მოიპოვა.

GAU-ს ბიზნესის სკოლა ერთადერთია საქართველოში, რომელსაც აკრედიტაცია ჩამოთვლილ 6 საგანში მიენიჭა: 

  1. BT – Business and Technology
  2. FA – Financial Accounting
  3. MA – Management Accounting  
  4. LW – Corporate and Business Law
  5. FR – Financial Reporting
  6. AA – Audit and Assurance

ACCA-ის გადაწყვეტილებით, GAU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომელთაც აუდიტისა და ბუღალტერიის მიმართულება აქვთ არჩეული, ACCA-ის საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში 6 საგანი უღიარდებათ.

ბიზნესის სკოლის აკადემიური გუნდის მიღწევა GAUელების აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას იყვნენ ყველაზე კონკურენტუნარიანები როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დასაქამების ბაზარზე. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა