წითელი ხალიჩა, წითელი ღონისძიება, ბრენდის არქეტიპები, საჩუქრები და სიურპრიზები - GAU-ს სასერტიფიკატო კურსის „კრეატიული მარკეტინგის“ დახურვა 11 ივლისს (2017) 20:00 საათზე კრეატიულად შედგა. საღამოს კულმინაცია ჯგუფის მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება იყო.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და ტრადიციულად გაიჭრა საზეიმო ტორტი.