![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/8f1/fbe/e33/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
29 ივლისს (2017) პიარსკოლაში გაზაფხულის კურსი დასრულდა. ტრადიციულ და სახალისო დიპლომების გადაცემის ცერემონიალს GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, პიარსკოლის დამფუძნებლები, ლექტორები და მენტორები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა ჯგუფებიდან 3-3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს ტრადიციულად გაიჭრა საზეიმო ტორტი.
პიარსკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს.