ღია ლექცია - "როგორ გამოვიყენოთ OOP-ის პრინციპები ეფექტურად?"
შაბათი, 15 დეკემბერი, 2018
15 დეკემბერს (2018) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია თემაზე: "Design Patterns".
ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენები გასულ 30 წელიწადში შეიქმნა და უმეტესობა მათგანი ობიექტზეა ორიენტირებული. ლექცია განკუთვნილი იყო დეველოპერებისთვის, რომლებიც აქტიურად იყენებენ ან იწყებენ OOP-ტექნოლოგიის შესწავლას.
ლექციას უძღვებოდა Halyk Bank Georgia-ს Senior Software Developer-ი, ზურა ტიკარაძე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა, მსმენელისთვის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების ეფექტური გამოყენების გაცნობა, მოქნილი და ადვილად ცვალებადი კოდის შექმნა. ასევე, მოყვანილი იყო მაგალითები Java-ზე.
ლექციის პრაქტიკულ ნაწილში ერთ-ერთი პატერნის გამოყენებით დაიწერა თამაში. სურვილის შემთხვევაში მსმენელებსაც ჰქონდათ თამაშის დაწერის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა