ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონალური სესია თელავში
ორშაბათი, 17 დეკემბერი, 2018
ევროპის ახალგაზრდულმა პარლამანეტმა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში საერთაშორისო საკითხთა მიმართებით ცნობიერების ამაღლება და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, 15-17 დეკემბერს (2018), თელავში კონფერენცია გამართა.
თელავის რეგიონული სესიიდან, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მეთოთხმეტე შესარჩევი კონფერენციისთვის რამდენიმე საუკეთესო მონაწილე შეირჩა, რომლებიც წარმატებული მონაწილეობის შეთხვევაში, წარდგენილ იქნებიან საერთაშორისო სესიაზე ქართული დელეგაციის წევრებად.
კონფერენციაზე ახალგაზრდებს მიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა. თელავის რეგიონალური სესიის სპონსორი გახლდათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU).