
მოქმედებით და გამარჯვებით შთაგონებულები კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად შესაძლებლობების შექმნას და ახალი ევროპული კავშირების გაღრმავებას ჩვენი სტუდენტებისთვის!
GAU, პარტნიორებთან ერთად
საგანმანათლებლო ტურისთვის - ბრიუსელში!
შეარჩევს 10 ახალგაზრდა ლიდერს, რომელსაც აინტერესებს პოლიტიკა, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული ინსტიტუტები და თემები:
- რატომ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები ჩვენი არჩევანი?
- როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ევროპულ ინსტიტუციებში?
- რა ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან ევროპელები?
- რა არის მათი მთავარი გამოწვევა დღეს?
ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაც განიხილება პროექტის ფარგლებში შეხვედრებისა და ექსკლუზიური ვორქშოფების ფორმატში.
ევროპული ტურნეს თარიღი: 25-29 მარტი, 2025
ევროპული ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან მათთვის დაგეგმილ ღონისძიებებს შემდეგ ინსტიტუტებში:
- European Commission
- Council of the European Union
- Federal Parliament of Belgium
- NATO
- European Parliament
- New Direction-The Foundation for European Reform
- The House of European History in Brussels, Belgium
- The European Committee of the Regions
მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები და პროგრამის ღირებულება შეადგენს 830 ევროს.
ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 950 ევროს.
ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა:
- ტურნეს აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
- ცხოვრებას სასტუმროში 4 ღამის/5 დღე განმავლობაში;
- წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
- ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
- აეროპორტის ტრანსფერს;
- მონაწილეებს პროექტის ბოლოს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი;
- თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს.
რეგისტრაცია:
GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ სკოლის აკადემიურ მენეჯერებს, და შეავსონ საინფორმაციო ფორმა. სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლების მიერ, თითოეული სკოლიდან შეირჩევა მხოლოდ 2-3 სტუდენტი.
- რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3jAZ6MZ
ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს. რეგისტრაციისთვის მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს.
- რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3iXovzT
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: 577592092, 598721171