გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის თურქეთში, უშაკის უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე თურქეთში, უშაკის უნივერსიტეტში!
პროგრამა ცხადდება ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის აკადემიური და GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის და მის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და საერთაშორისო Staff კვირეულში მონაწილეობის მიღებას.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის აკადემიურ (მათ შორის მოწვეულ პროფესორებს) და გაუს ადმინისტრაციულ პერსონალს
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 148 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 309 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
შერჩევის კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის;
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისთვის.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- პასპორტის ფოტო;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
- დასაქმების ცნობა
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე აკადემიური პერსონალისათვის
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის
ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი
აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- საერთაშორისო სტაფ კვირეული ჩატარდება 2026 წლის 4-8 მაისი პერიოდში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 10 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „უშაკის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული (ან აკადემიური) პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge