გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის თურქეთში, უშაკის უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 19 მარტი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე თურქეთში, უშაკის უნივერსიტეტში! პროგრამა ცხადდება ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის და მის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და საერთაშორისო სტაფ კვირეულში მონაწილეობის მიღებას.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიურ (მათ შორის მოწვეულ პროფესორებს) და ადმინისტრაციულ პერსონალს ინგლისური ფილოლოგიის პროგრამიდან;
 - აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
 
დაფინანსება მოიცავს:
- 140 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
 - 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
 
შერჩევის კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის;
 - GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისთვის.
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
 - ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
 - პასპორტის ფოტო;
 - მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
 - ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
 
Mobility Agreement Training
	
Mobility Agreement Teaching
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
 - დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
 
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- საერთაშორისო სტაფ კვირეული ჩატარდება 2025 წლის 12-16 მაისი პერიოდში.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 7 აპრილის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „უშაკის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული (ან აკადემიური) პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge