
GAU FMGE-ის გამოცდაში 80.33%-იანი წარმატებით მსოფლიო ლიდერ უნივერსიტეტთა რიგებშია!
ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) 2024 წლის ინდოეთის უცხოელ დიპლომირებულ სამედიცინო კურსდამთავრებულთა გამოცდაში (FMGE) 80.33%-იანი წარმატება აჩვენა, რაც საქართველოსა და FMGE-ში წარმოდგენილ უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
ეს წარმატება განპირობებულია მყარი აკადემიური საფუძვლით, დახვეწილი სასწავლო გეგმით, მკაცრი შერჩევით, გამოცდილი პერსონალითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც სტუდენტებს წარმატებული სამედიცინო კარიერისთვის ამზადებს.