
ხარისხის მენეჯმენტი: ეფექტური მართვის უნარები ISO სტანდარტების მიხედვით სასერტიფიკატო კურსის I ნაკადის გამოშვება
პარასკევი, 21 მარტი, 2025
ხარისხის მენეჯმენტი: ეფექტური მართვის უნარები ISO სტანდარტების მიხედვით სასერტიფიკატო კურსის I ნაკადის გამოშვება.
20 მარტს (2025) „ხარისხის მენეჯემენტი: ეფექტური მართვის უნარები ISO 9001 -2015 სტანდარტების მიხედვით“ სასერტიფიკატო კურსის I ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ხელმძღვანელი ტატა ჭანტურია და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე დაესწრნენ.
კურსი განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის წარმომადგენლებისთვის, ვისაც სურთ ხარისხის მართვის სისტემების შესახებ სტრატეგიული ცოდნის მიღება, ასევე იმ სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ კარიერის განვითარება ხარისხის მართვის სფეროში.
GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!