Explore, Learn and Lead!

ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი USAID-თან პარტნიორობით, ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ფარგლებში, ქმნის ტურიზმის სკოლას საქართველოს ოთხ ძირითად ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

პროგრამები დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას აღმოაჩინონ, დაეუფლონ ცოდნას ტურიზმის ინდუსტრიაში და ამ ცოდნითა და გამოცდილებით აიმაღლონ კვალიფიკაცია ლიდერობისთვის!

  • ღვინის ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა;
  • სტრატეგიული ბრენდინგისა და ტურიზმის მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა;
  • ტურ-ოპერირებისა და MICE ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა;
  • სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა.

პროგრამებს ამ ინდუსტრიაში წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები: ქეთი მიქაშავიძე, გიორგი თაქთაქიშვილი, ელენე ოთარაშვილი და გურამ ავალიანი ხელმძღვანელობენ.

კურსების ღირებულებისა და შინაარსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის:  https://shorturl.at/NMIlR 

პროგრამებზე სწავლა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება!

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 220 65 20

პროგრამები შექმნილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტების მიერ, რაც განაპირობებს პროგრამების როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს კი ექნებათ პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების შესაძლებლობა.

საუკეთესო სურვილებით, GAU 

USAID/Georgia  

The USAID Industry-led Skills Development Program

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა