GAU ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი და თანადამფუძნებელი გახდა!
სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2024
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა პარტნიორებთან ერთად უზბეკეთში ამერიკული უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი დაარსა.
უნივერსიტეტი დედაქალაქის ცენტრში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ თანმედროვე კამპუსშია განთავსებული.
ახალი უნივერსიტეტი ტაშკენტში 2024 წელს Cintana Education-ის მხარდაჭერითა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაარსდა.
American University of Technology in Tashkent-ი ახალგაზრდებს სთავაზობს პროგრამებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში და საერთაშორისო ვაჭრობაში, მოგვიანებით კი იგეგმება სასწავლო პროგრამების გაფართოება არქიტექტურის, დიზაინის, ინჟინერიის, IT, ჯანდაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით.
ამერიკული ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაასრულონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილი საზღვარგარეთ და მიიღონ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ან სხვა პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტებიდან, აშშ-ში აღიარებული დიპლომი.
გახსნის ცერემონიალს საქართველოდან GAU-ს დამფუძნებლები: უნივერსიტეტის პრეზიტენტი რ. მაიკლ ქაუგილი და ვიცე-პრეზიდენტი, ნინო ტორონჯაძე, ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან და უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.