16 ივლისს (2019), საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაქმების რიგით მეორე ფორუმი გაიმართა, სადაც უწყების სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს.
დასაქმების ფორუმზე სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციებისა და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. ასევე, მოეწყო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოფენა.
ფორუმის ფარგლებში, 17 უმაღლეს სასწავლებელთან, მათ შორის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.