მორიგი შეხვედრა ''პროფესიული ორიენტაციის განვითარების’’ ფარგლებში
შაბათი, 16 აპრილი, 2016
16 აპრილს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ჩატარდა მორიგი შეხვედა ‘’პროფესიული ორიენტაციის განვითარების’’ ფარგლებში.
შეხვედრის თემატიკა იყო ,,მათემატიკური აზროვნების როლი, პროფესიული ორიენტაციისა და პერსონალური განვითარების პროცესში". შეხვედრას უძღვებოდა გია ჩქოფოია, უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერი.
აღნიშნულ თემატიკასთან მიმართებაში მოხდა ასევე GAU-ს ბიზნესის სკოლის Quant (რაოდენობრივი ფინანსები), უნიკალური პროგრამის პრეზენტაცია. ბიზნესის სკოლის დეკანმა, თეიმურაზ ტორონჯაძემ, რომელიც გახლავთ უშუალოდ ამ პროგრამის დამაარსებელი საქართველოში ისაუბრა იმ საჭიროებებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებთან.
შეხვდრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.