Google-ის ბიზნეს ჯგუფის პირველი ღონისძიება საქართველოში!
	
	
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება Google Business Group (GBG). ღონისძიების ფარგლებში ჩვენს დედაქალაქს ესტუმრნენ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპების აქსელერატორის - StartupBootcamp-ის წარმომადგენლები. ისინი გაესაუბრენ ქართულ სტარტაპებს, შეარჩიეს საინტერესო იდეები და მათ დაეხმარებიან დაფინანსების მოპოვებაში. 
GBG Tbilisi 2016, 16-17 აპრილს (2016) გაიმართა და ათასობით წარმატებული და პროფესიონალი ადამიანი ერთ სივრცეში გააერთიანა.
ორდღიანი ბიზნეს ღონისძიების ფარგლებში მოეწყო:
- ღია ლექციები - მოწვეული იყვნენ სპიკერები, რომლებმაც ბიზნეს სფეროში გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწიეს. მათ საკუთარი გამოცდილება GAUზიარეს ღონისძიების მონაწილეებს.
 - Women Techmakers Tbilisi - ქალთა შეხვედრები, რომელიც Google -ის ინიციატივით მთელს მსოფლიოში ეწყობა და რომლის მიზანია IT სფეროში ქალების ჩართულობის გაზრდა.
 - Tech Talk - პრაქტიკული ლექციები, რომლებზეც მონაწილეებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა თანამედროვე რეალობაში ბიზნესისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს დაუფლებოდნენ.
 - FastTrack - საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ სტარტაპების აქსელერატორის - StartupBootcamp წარმომადგენლები. ისინი გაესაუბრენ ქართულ სტარტაპებს, შეარჩიეს საინტერესო იდეები და მათ დაეხმარებიან დაფინანსების მოპოვებაში.
 
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.