სიახლეები და ღონისძიებები

მემორანდუმი GAU-სა და პალიტრა მედიას შორის

მემორანდუმი GAU-სა და პალიტრა მედიას შორის

პარასკევი, 22 აპრილი, 2016

აჩვენე კალენდარზე

გილოცავთ დედამიწის დღეს!

გვიხარია, რომ ამ თარიღს შესანიშნავი ამბით აღვნიშნავთ!

GAU-სა და პალიტრა მედიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ძალიან ბევრი სასარგებლო საქმის ერთად კეთებას ნიშნავს.

პირველი პროექტი კი სწორედ „მაკულიტერატურაა“ - გადარჩენილი ბუნება, გადარჩენილი წიგნები!

GAU პირველი უნივერსიტეტი იქნება, სადაც პალიტრა მედიასთან თანამშრომლობის ფარგლებში მწვანე ყუთი დაიდგმება და მაკულატურის შესაგროვებელი კუთხის გამოჩენასთან ერთად ყველანი მეტად დავფიქრდებით წიგნების, გარემოს გაფრთხილებაზე.

მემორანდუმს ხელი GAU-ს პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილმა და პალიტრა მედიის კრეატიულმა დირექტორმა, მარიკა დარჩიამ საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს, სადაც პროექტ „მაკულიტერატურის“ 4-წლიანი მუშაობა შეჯამდა.

GAUფრთხილდით წიგნებს, GAUფრთხილდით გარემოს,
GAUფრთხილდით დედამიწას!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა