GAU განაგრძობს სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრა-სემინარების ჩატარებას. 22 აპრილს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები "პროფესიული ორიენტაციის განვითარების" ფარგლებში თბილისის #160-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
მომხსენებლებს შორის იყვნენ GAU-ს ელჩები და უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერი გია ჩქოფოია. მათ პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და კარიერის დაგეგმვის გზებზე ისაუბრეს.
პრეზენტაციების ბოლოს კი აბიტურიენტებს მიეცათ საშუალება მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.