სიახლეები და ღონისძიებები

რობერტ ვეიდი GAU-ში

რობერტ ვეიდი GAU-ში

სამშაბათი, 26 აპრილი, 2016

აჩვენე კალენდარზე

26 აპრილს, GAU-მ ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE) პოლიტეკონომიის პროფესორს რობერტ ვეიდს უმასპინძლა. საჯარო ლექცია მწვავე და აქტუალურ თემაზე “ჩინეთი და ტრიპოლარული მსოფლიოს პერსპექტივები“ ექსკლუზიურად ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდა.

მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტმა ისაუბრა ჩინეთის მზარდ ძალაზე ევრაზიის კონტინენტზე, რომლის საშუალებითაც ის ცდილობს ტრიპოლარული საერთაშორისო წესრიგის შექმნას. დასავლურ აკადემიურ თუ პოლიტიკურ წრეებში, აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებზე და მისი როგორც მესამე პოლიტიკური პოლუსის გაძლიერებაზე.

რობერტ ვეიდის განმარტებით, ჩინეთმა დაამტკიცა, რომ მისი ეკონომიკური სისტემა მდგრადია და ეფექტურად უმკლავდება გლობალურ კრიზისს, მაშინ როცა ევროკავშირის სახელმწიფოები და რუსეთი კვლავ განიცდიან ურთულეს ეკონომიკურ ფლუქტუაციებს. 

ლექციას, რომელიც ტრადიციულად დისკუსიით დასრულდა, GAU-ს სტუდენტებთან ერთად, GAU-ში მოსული სტუმრებიც დაესწრნენ.

შეხვედრა ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საზოგადოების კვლევის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა