
შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს 24 თებერვლიდან ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე ელექტრონული სახით;
- CV;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
- უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამით გათვლისწინებული ან/და წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, ელექტრონული ვერსია;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ;
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
რეკომენდებულია აპლიკანტის მიერ დამატებით შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია;
- დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კონკურსანტებმა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.edu.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითონ მიმართულება და პოზიცია.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2025 წლის 26 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით.
კონკურსი ტარდება ერთ ან ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს საბუთების შერჩევის სახით. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით ინიშნება კონკურსის მეორე ეტაპი.
კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება ან/და მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება დისტანციურად, შესაბამისი პროგრამა მეშვეობით, საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
კონკურსი ჩატარდება 10 აპრილს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 14 აპრილს.
იხილეთ აკადემიური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
იხილეთ საკონკურსო ადგილები:
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული
|
მიმართულება, დარგი/სპეციალობა
|
საკონსკურსო თანამდებობა
|
ბიზნესის სკოლა |
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
ორი ასისტენტი
|
||
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
|
ბიზნესის ადმინისტრირება (ბუღალტერია)
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
|
მედიცინის სკოლა |
ბიოსამედიცინო მეცნიერებები
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
ერთი ასისტენტ-პროფესორი
|
||
ერთი ასისტენტი
|
||
ენდოკრინოლოგია
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
|
მოლეკულური მედიცინა
|
ერთი ასისტენტ-პროფესორი
|
|
ნანომასალები
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
|
ნანომედიცინა, გენეტიკა
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
|
ნანოტექნოლოგია
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
|
ნანომეცნიერება
|
ერთი პროფესორი
|
|
ორგანოთა სისტემები
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
|
ფსიქიატრია
|
ერთი პროფესორი
|
|
ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლიბერალური განათლების სკოლა |
ინგლისური ფილოლოგია
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|