იპოვე, დაინახე კავშირები და იმოქმედე ზეგავლენამდე!
GAU-ს კარიერის ცენტრი ქმნის შესაძლებლობებს შენთვის, რათა იპოვო, დაინახო კავშირები და იმოქმედო ზეგავლენამდე!
კარიერის კვირეული მხოლოდ GAU-ელებისთვის, რომლის ფარგლებშიც 4, 6 აპრილს სტუდენტები შეხვდებიან ორ მეგა კომპანიას: ,,თეგეტა მოტორსა“ და ,,PWC”-ს.
თეგეტა მოტორსი -ბიზნესი 25 წლიანი წარმატების ისტორიით, რომელიც 400 000 მდე საცალო, 4000 მდე საბითუმო და 35 000 მდე კორპორაციულ მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.
შეხვედრის სახელწოდება: ,,დაიწყე კარიერა თეგეტას ფარგლებში“
შინაარსი: შეხვედრის თემატიკა დაეთმობა, სპიკერების მიერ, პროექტებისა და კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობას. შეხვედრა წარიმართება ინტერაქციული ფორმატით.
სპიკერები:
- ანი ზურაბაშვილი - შერჩევისა და ტალანტების მართვის სპეციალისტი
- ვერიკო სიტნიკოვი - HR ბიზნეს პარტნიორი.
შეხვედრის თარიღი და ადგილი: 4 აპრილი, 19:00 საათი; მე-200 აუდიტორია.
PwC - ფრაისუოთერჰაუსკუპერს (PwC) ერთ-ერთი წამყვანი, დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორიული კომპანიაა, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
შეხვედრის შინაარსი: PwC იწევს სტუდენტებს ღია კარის დღეზე, რათა გაიგონ მეტი კომპანიაში არსებული სტაჟირების გავლის და შემდგომ დასაქმებისთვის საჭირო ინფორმაციის შესახებ.
სპიკერები:
- თამარ ჯაკობია - კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი
- ქეთი ჩხილვაძე - აუდიტორიული განყოფილების უფროსი მენეჯერი
- აუდიტორული განყოფილების უფროსი და უმცროსი კონსულტანტები.
შეხვედრის თარიღი და ადგილი: 6 აპრილი, 19:00 საათი; მე-200 აუდიტორია.
From Network To Impact