კვლევითი პროექტი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის
ხუთშაბათი, 06 აპრილი, 2023
ცხადდება კონკურსი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის: სტუდენტური კვლევა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში. პროექტის ხელმძღვანელია ბიოსამედიცინო მეცნიერებათა ხელმძღვანელი, პროფ. გიორგი ხრებავა. პროექტის საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომია 2 ვაკანსია.
შერჩეული სტუდენტები მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის კვლევითი პერსონალის უშუალო ზედამხედველობით იმუშავებენ.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- შერჩეული კანდიდატი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს უფროსი მკვლევარის მიერ დავალებულ ყველა მიმდინარე კვლევით საქმიანობაში
- ჩაატაროს ლიტერატურის მიმოხილვა
- შეაგროვოს და ანალიზი გაუკეთოს მონაცემებს
- მოამზადოს ინტერვიუს კითხვები
- დაიქირავოს და/ან გაესაუბროს სუბიექტებს
- შეინახოს ინტერვიუების ზუსტი ჩანაწერები, დაიცვას სუბიექტების კონფიდენციალურობა, საჭიროების შემთხვევაში
- შეაჯამოს ინტერვიუები
- საჭიროების შემთხვევაში დაესწროს რეგიონალურ სემინარებსა და სხვა შეხვედრებს
- იმუშაოს ლაბორატორიაში
სხვა მოვალეობები და პასუხისმგებლობები შეიძლება დაეკისროს ცალკეულ მკვლევარებს.
ბენეფიტები/სარგებელი:
- სტუდენტები გახდებიან კვლევითი პროექტების უშუალო მონაწილეები; რაც ერთის მხრივ გააუმჯობესებს მათ კვლევის უნარებს, მეორე მხრივ სტუდენტები წარმოდგენილი იქნებიან გამოქვეყნებული სტატიების თანაავტორებად.
- კვლევითი პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები დაჯილდოვდებიან უნივერსიტეტის მიერ გაცემული სერტიფიკატით.
- მომავალში სტუდენტებს უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვა კვლევით აქტივობებში
შერჩევის კრიტერიუმები:
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
- უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA-ზე დაყრდნობით), 2.5-ზე მეტი
- უნდა ჰქონდეს კარგი ცოდნა/მაღალი ნიშანი საგანში, რომელიც დაკავშირებულია კვლევის უნარებთან და ცოდნასთან (საზოგადოება და ჯანმრთელობა/კვლევის უნარები)
- უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი
- უნდა წარმოადგინოს რეზიუმე/CV
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 მაისი.
დეტალური ინფორმაცია კვლევითი პროექტის შესახებ: Translational Research opportunities for medical students at GAU department of biomedical sciences.