რეგისტრაცია ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე!
ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
GAU-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწყება 27 აგვისტოდან და გრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით!
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სამაგისტრო პროგრამები და ტესტირება/გასაუბრების თარიღები:
- შენობა-ნაგეგობობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამა;
- კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა;
- კიბერ და ინფორმ. უსაფრთხ. სამაგისტრო პროგრამა (ინგლისურენოვნი);
- IT მართველობისა და სტრატეგიის სამაგისტრო პროგრამა (ინგლისურენოვნი).
ოთხივე სამაგისტრო პროგრამაზე, გამოცდა ინგლისურ ენასა და სპეციალობაში, ჩატარდება:
- 17 სექტემბერს, 11:00 საათზე, ოთახი 323-ში!
- მაგისტრანტობის კანდიდატი ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება, თუ ფლობს ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების სიის წარდგენა ხდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიურ მენეჯერთან (ალექსიძის ქ. #10). საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ დოკუმენტების დედნები უბრუნდება წარმომდგენს:
- 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2026 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
- მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge) და სამაგისტრო გამოცდის ბარათი.
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ცნობა სამუშაო ადგილიდან
- რეზიუმე (CV) (ქართულ ენაზე)
-
ტესტირების-რეგისტრაციის საფასურის (50 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება ან ქვითარი) (გარდა EIGER პროგრამისა, საბანკო რეკვიზიტები:
- შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
- საიდენტიფიკაციო კოდი: 206169304
- ანგარიშის ნომერი: GE36TB0623136020100005 (ბანკის კოდი: TBCBGE22)
- *დანიშნულებაში მიუთითეთ სასურველი პროგრამის სახელწოდება