სიახლეები და ღონისძიებები

სოფო შუბლაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდია!

სოფო შუბლაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდია!

სამშაბათი, 20 ივნისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

რა განსაზღვრას შენს ცხოვრებას, რა გაძლევს ბიძგს შეცვალო ერთი შეხედვით გარდაუვალი მოცემულობა, დაბრკოლებები აქციო შესაძლებლობად, იარო გაუჩერებლად და ამ გზაზე იპოვო ის, რაც მხოლოდ შენია და შენშია?  

შენს ცხოვრებას განსაზღვრავენ გადაწყვეტილებები, რადგან ძალა შენშია და შენი ცხოვრების მთავარი გმირი თავად ხარ.  

სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია GAUელებისთვის ბრუნდება და წელს, კიდევ უფრო მასშტაბური ფორმატით და მრავალფეროვანი შინაარსით გაგაერთიანებთ თქვენ, თითოეულ GAUელს.  

კონკურსის შინაარსი გადაწყვეტილებებია, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრებას. 

დაწერე ბლოგი ან შექმენი ვლოგი, სადაც მოყვები გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ცვლიან ადამიანის ცხოვრებას.  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს:

  • სტუდენტი უნდა სწავლობდეს საბაკალავრო პროგრამაზე (ბიზნესის სკოლა, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, აიტისა და ინჟინერიის სკოლა, მედიცინის სკოლა);

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები, გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც აირჩევიან ფინალურ ეტაპზე გადასული კონკურსანტები, რომლებიც თავიანთ ნარატივს აუდიტორიის წინაშე Storytelling-ის ფორმატით წარმოადგენენ. 

წლევანდელი კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან:

  • ბლოგის ან ვლოგის კონკურსი
  • გასაუბრება - ეფექტური კომუნიკაციებისა და საჯარო გამოსვლების მასტერკლასი
  • ფინალი - ნარატივივის აუდიტორიის წინაშე Public Speaking-ის ფორმატით წარდგენა.

ბლოგის ან ვლოგის კონკურსი:

თემა უნდა ეხებოდეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცვლიან და განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრებას.

  • ვლოგი - ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს და უნდა იყოს გახმოვანებული აპლიკანტის, Storytelling-ის ფორმატში.
  • ბლოგი - ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 500-ზე მეტ სიტყვას.

კონტენტში გამოყენებული უნდა იყოს ჩვენი ღირებულებეები: Inspiration, Transformation, Impact, Solutions, Empathy.

პირველი ეტაპის  შეფასების კრიტერიუმები:

  • კრეატიულობა
  • გამოკვეთილი გზავნილი და ღირებულებები
  • თემის აქტუალურობა

მესამე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები

  • საჯარო გამოსვლის უნარი და პრეზენტაბელურობა
  • გავლენა აუდიტორიაზე
  • კრეატიულობა
  • გამოკვეთილი გზავნილი და ღირებულებები

კონკურსის მესამე ეტაპზე შეირჩევა ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა სოფო შუბლაძის სახელობის სტიპენდია 5,000 ლარის ოდენობით.


თქვენს მიერ მომზადებული ვლოგი ან ბლოგი ატვირთეთ სარეგისტრაციო ბმულზე 15 ოქტომბრის ჩათვლით: https://shorturl.at/sJW18


კონკურსის შინაარსი ინსპირირებულია „ცვალებადი ნიშნებით“, GAU-სა და CAVEA+-ის ყველაზე მასშტაბური, ამბიციური და თავისუფალი პროექტით.  

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა