სიმბოლური მენეჯმენტი და კრეატიული მარკეტინგი
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს კვლევების სამეცნიერო ცენტრი
პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო-კვლევითი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2018
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ბიზნესის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის მონაწილეები: დინა ასლამაზიშვილი, ეკატერინე ნადარეიშვილი, მაია კვინიკაძე
პროექტის აღწერა:
პროექტის ფარგლებში წიგნად გამოიცა სამეცნიერო ნაშრომების კრებული, რომელიც ეხება მენეჯმენტის და მარკეტინგის სხვადასხვა სფეროებს. წიგნი გაყოფილია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ეთმობა მენეჯმენტის თემატიკას. ძირითადად სიმბოლურ მენეჯმენტს. სიმბოლოების მნიშვნელობასა და მის აღქმებს მენეჯმენტის სფეროში. მარკეტინგის ნაწილი ითვალისწინებს მარკეტინგის როლის განმარტებას თანამედროვე ბიზნესში, მარკეტინგის სხვადასხვა სფეროს და საქართველოს მაგალითზე ჰოლისტიკური მარკეტინგის როლის მიმოხილვას.
წიგნის ელექტრონული ვერსია იხილეთ ლინკზე.