ებრაული კვლევების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

კვლევა

ებრაული კვლევების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ებრაული კვლევების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (ინსტიტუტი) არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სტრუქტურაში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ებრაული კულტურის, ისტორიის, საზოგადოებისა და პოლიტიკის აკადემიური შესწავლის ხელშეწყობა და განვითარება სხვადასხვა სამეცნიერო პერსპექტივებიდან.

ცენტრის მიზანია ხელი შეუწოს ისეთი პროცესებისა და მოვლენების შესწავლასა თუ გაანალიზებას როგორებიცაა ებრაელთა როლი და ადგილი ევროპის ისტორიაში, ებრაელთა ისტორიული განვითარება საქართველოში; მათი ურთიერთობები ეთნიკურ უმრავლესობასთან, ჰოლოკოსტი და  მისი სოციო-კულტურული შედეგები, თანამედროვე ისრაელის ჩამოყალიბების ისტორიული ფაზა და მისი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება და ა.შ.  

ცენტრი   ახორციელებს   როგორც   პრაქტიკულ   ასევე   კვლევით საქმიანობას რაც ხელს შეუწყობს ამ დარგის პოპულარიზაციას თანამედროვე ქართულ აკადემიურ  და კულტურულ ცხოვრებაში.

კვლევითი ცენტრის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მკვლევარები არიან როგორც გამოცდილი მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა მკვლევარები. ასევე, ცენტრის  ბაზაზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით, პრაქტიკას გადიან სკოლის სტუდენტები.

სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, ცენტრი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს.


გაეცანით ებრაული კვლევების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულებას.



იულია ორეშინა

იულია ორეშინა

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი

yuliaoreshina@gau.edu.ge

იულია ორეშინა არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი კულტურული მეხსიერების კვლევების მიმართულებით. ის ასევე არის პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციალური კვლევების სადოქტორი სკოლის დოქტორანტ...

იულია ორეშინა არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი კულტურული მეხსიერების კვლევების მიმართულებით. ის ასევე არის პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციალური კვლევების სადოქტორი სკოლის დოქტორანტი. როგორც სოციალური ანთროპოლოგი, ის ძირითადად მუშაობს კულტურული მეხსიერების კვლევების სფეროში, სადაც ძირითად აქცენტს ურბანულ ლანდშაფტზე, ებრაულ და ჰოლოკოსტის მეხსიერებაზე აკეთებს. 

იულია ორეშინა ფლობს მაგისტრის ხარისხს სოციოლოგიაში ლანკასტერის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) და ასევე მაგისტრის ხარისხს კულტურის კვლევებში (მიმართულება: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა) ვარშავის უნივერსიტეტიდან. 

ამჟამად იულია არის პროგრამის "Trajectories of Change" სამეცნიერო სტიპენდიანტი, რომელიც ხორციელდება  ZEIT-Stiftung-ის მხარდაჭერით.

სამეცნიერო საქმიანობა საღვარგარეთ:

აგვისტო - სექტემბერი 2015: კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია.  კულტურათაშორისი და რეგიონულ კვლევათა დეპარტამენტი, მკვლევარი მეხსიერების კვლევებში, ხელმძღვანელი: დრ. თეა სინდბეკ-ანდერსენი;

აპრილი - მაისი 2014: ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი. მკვლევარი მეხსიერების კვლევებში, ხელმძღვანელი: პროფ. ბარბარა ტორნქვისტ-პლევა.

პუბლიკაციები (ზოგიერთი):

2015: Oreshina Y. Cluj-Napoca and Lviv: cities with similar memory? In: Nędza-Sikoniowska Kinga, Pirveli Marika (red.) Miasto (Post) socjalistyczne. Przestrzeń władzy, Vol. 1, Kraków 2015;

2013: Oreshina Y. Cluj-Napoca in communist Romania: anatomy of urban changes and memory, In: Annales Universitatis Mariae Curie-Skłodowska, Sectio F, Vol. LXVIII, 1-2, Lublin 2013;

2013: Орєшина Ю. Клуж-Напока та Львів – «поля битв» пам’яті чи сконструйовані міфологеми? Online publication at http://www.historians.in.ua/index.php/istoriya-i-pamyat-vazhki-pitannya/966-yuliia-oryeshyna-kluzh-napoka-ta-lviv--polia-bytv-pamiati-chy-skonstruiovani-mifolohemy
(Oreshina Y. Cluj-Napoca and Lviv: „battlefields of memory” or constructed mythologems?); 

2012: Oreshina, Y. [Nationalist politics and everyday ethnicity in a Transylvanian town - review] / Yulia Oreshina. - In: Annales Universitatis Mariae Curie-Skłodowska. Sectio F, Historia. Vol. 67, z. 2 (2012), p. 99-103.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა