საერთაშორისო სასწავლო გარემოს ზეგავლენა მედიცინის სკოლის სტუდენტების პროფესიონალური ღირებულებების ჩამოყალიბებაზე
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა
პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო და კვლევითი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2020-2021
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: მედიცინის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის აღწერა:
თანამედროვე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია მისი ემოციური განვითარება, რაც გულისხმობს უნარს უთანაგრძნოს პაციენტს და შეძლოს მისი ემოციური თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს. აგრეთვე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანდაცვის სპეციალისტის უნარი, რომ სწორად მოახდინოს კომუნიკაცია ყველა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთან.
ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, მედიცინის სკოლაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული განვითრების სალექციო კურსებს, რათა სტუდენტებს განუვითაროს ზემოთ აღნიშნული უნარები.
იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის სტუდენტები წარმოადგენენ მულტინაციონალურ და მულტიკულტურულ ერთობას, ისინი არიან უდიდესი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. შესაბამისად, კვლევა მიზნად ისახავდა, შეესწავლა გაუს საერთაშორისო სტუდენტთა კულტურული მრავალფეროვნების გავლენა მათი პროფესიული უნარების გამომუშავებაზე.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფუკუს ჯგუფების კვლევა და გაღრმავებული ინტერვიუები, რომლის მიზანიც იყო გაეზომა სტუდენტების მიერ ათვისებული უნარები.
განხორციელებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ არსებული სასწავლო, საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივი გარემო ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტებს პაციენტის მიმართ ემპათიის ჩამოყალიბების გაძლიერებაში. მათ შეხება აქვთ განსხვავებულ კულტურასთან, რელიგიასთან. სასწავლო პროგრამის შედეგები ქმნის იმის განცდას სტუდენტებში, რომ ჩამოყალიბდეს ერთგვაროვანი დამოკიდებულება სხვადასხვა სოციალური, რელიგიური თუ კულტურული ფენის პაციენტთან. შესაბამისად, საქართველოში არსებული ტოლერანტული და საზოგადოებრივი გარემო რეალურად ეხმარება სტუდენტებს მოახდინოს მარტივი ადაპტაცია კულტურული გადაადგილების პროცესში, გამოიმუშაონ და გამოიყენონ ექიმისთვის აუცილებელი უნივერსალური ღირებულებები და მიდგომები ამ შესაბამის გარემოში.