პროექტები

კვლევა

პროექტები

OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პროექტის განმახორციელებელი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის მედიცინის სკოლა
პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2023-2024
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: კონკურენტული ინოვაციის ფონდი
პროექტის აღწერა:

საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებამ და მიღებამ გააძლიერა ბაკალავრიატის საფეხურის სამედიცინო განათლების სასწავლო კურიკულუმისა და ზოგადად ფაკულტეტის განვითარება, რამაც სამედიცინო განათლების ინსტიტუციურ და რეგიონულ დონეზე გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. სასწავლო გეგმის შემუშავებამ და ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებამ სამედიცინო სკოლების/უნივერსიტეტებისთვის ეფექტური პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და დანერგვაზე მოთხოვნა განაპირობა, რაც აუცილებელია სწავლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად და სწავლების უფრო მოწინავე, გაღრმავებული მეთოდოლოგიების გამოსაყენებლად. აკადემიური პერსონალის შემდგომი პროფესიონალიზაცია, რაც ეხმარება მათ სწავლა/სწავლების პროცესის უკეთ გააზრებაში, უზრუნველყოფს პროგრამით დასახული  სწავლის  შედეგების მიღწევასა და სამედიცინო განათლების სტანდარტების დაკმაყოფილებას. ფაკულტეტის განვითარების პროგრამების ფარგლებში, ფაკულტეტის წევრების, სწავლებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების აღზევება და განვითარება ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების მოდერნიზებულ სასწავლო გეგმასთან ეფექტურ მორგებასა და ინტეგრაციას, პროგრამით დასახული სწავლის შედეგების ეფექტურად მიღწევას. 

OSTE (ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა), როგორც აკადემიური პერსონალის სწავლებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ეფექტური მოდელი, უკვე გამოცდილია დასავლეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იქნება პირველი მსგავსი პროექტი საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს კადრების მომზადების ახალი, თანამედროვე მიდგომების, როგორც ფაკულტეტის განვითარების ინსტრუმენტის შემუშავებას, რაც მნიშვნელოვანია მოდერნიზებული, ინტეგრირებული სასწავლო გეგმის სრულფასოვანი განხორციელებისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი პროექტის განხორციელების, გავრცელებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად ორივე პარტნიორ უნივერსიტეტში შექმნიან მყარ პლატფორმას სამუშაო ჯგუფების ტრენინგის მიზნითა და საერთაშორისო ექსპერტების უშუალო ჩართულობით. პარტნიორი უსდ-ები OSTE-ს სიმულაციური გარემოს შექმნითა და შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებით, საქართველოს უნივერსიტეტებში ამ მექანიზმის სამედიცინო სკოლების მარეგულირებელ პროცესებში ჩანერგვითა და გავრცელებით, ონლაინ ღია საგანმანათლებლო რესურსების შექმნის, განვითარებისა და გამოყენების გზით, ციკლური ტრენინგებისა და ზუსტი მითითებების მიწოდებით, უზრუნველყოფენ პროექტის წარმატებულ განხორციელებას. ასევე, ამ ინიციატივაში ძირითადი დაინტერესებული მხარეების მარეგულირებელი ორგანოების ჩართვაც იქნება უზრუნველყოფილი.



სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა