პროექტები

კვლევა

პროექტები

პირაზინამიდის და იზონიაზიდის ბაზაზე სინთეზირებული ნაერთები გაძლიერებული აქტიური ჯგუფებით ტუბერკულოზის ჩხირის წინააღმდეგ - ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა

პირაზინამიდის და იზონიაზიდის ბაზაზე სინთეზირებული ნაერთები გაძლიერებული აქტიური ჯგუფებით ტუბერკულოზის ჩხირის წინააღმდეგ - ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, პრაღის ქიმიის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია
პროექტის ტიპი: კვლევითი პროექტი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2022-2023
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია
პროექტის აღწერა:

დღესდღეობით ტუბერკულიოზის მკურნალობა მოიცავს სამ ან ოთხ სხვადასხვა სახის ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომლებიც ინიშნება კომბინაციაში 6-9 თვის განმავლობაში. ესენია იზონიაზიდი, პირაზინამიდი, ეტამბუთოლი, რიფამპიცინი.

მედიკამენტოზური მკურნალობის ეტაპობრივი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. პირველი ხაზის მედიკამენტები, როგორიცაა იზონიაზიდი და პირაზინამიდი ბევრად სუსტი გვერდითი ეფექტებით ხსიათდებიან, ვიდრე მეორე და მესამე ხაზის პრეპარატები, რომლებიც, ისევე, როგორც ეს კიბოს მკურნალობის დროს ხდება, დამაგრეველ ეფექტს ახდენენ სხვადასხვა ორგანოებსა თუ უჯრედებზე. აქედან გამომდინარე, ახალი, უფრო ეფექტური მედიკამენტის შექმნისა თუ გამოვლენის დროს პრიორიტეტად ითვლება სწორედ პირველადი დანიშნულების პრეპარატების აქტივობის და ეფექტურობის გაზრდა, და არა მომდევნო სტადიების [4]. როგორც წესი, ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები გამოირჩევიან მოლეკულაში ამიდური და ამინური ჯგუფების არსებობით, რომლებსაც ახასიათებთ ანტიბაქტერიული აქტივობა. ციკლენი და ციკლამი (ანალოგი ნაერთები) და მათი წარმოებულები თუ მეტალთა კომპლექსები ხასიათდებიან მრავლგვარი ბიოლოგიური აქტივობით (ანტისიმსივნური, ანტიმალარიული, ანტი-HIV, ანტიბაქტერიული), მათ შორის ანტიტუბერკულოზური თვისებებით [5]. მეორეს მხრივ, 3,4-დიჰიდროქსიფენილალანინი (L-Dopa), რომელიც პოლიფენოლებს განეკუთვნება, გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს რეაქციის უნარიანი ჟანგბადის სახეობების (ROS) შებოჭვისთვის, რომლებიც არსით რადიკალებს წარმოადგენს. ამ რეაქციული სახეობების წარმოქმნა კი ახასიათებს ყველა ანთებით, სიმსივნურ თუ პთიზიოპულმონარული პროცესების მიმდინარეობას.

ჩვენს მიერ სინთეზირებული ნაერთები ჰიბრიდული ნაერთებია, რომლებიც მომზადდა  პირაზინამიდის და იზონიაზიდის ბაზაზე და დაკავშირებულია სხვა უფრო აქტიურ (ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული) ჯგუფებთან, როგორიცაა ციკლენი, L-Dopa, ჰისტიდინი და ამიდური ჯგუფები. დოპას და ციკლენის ზოგიერთმა წარმოებულმა აჩვენა ანტიტუბერკულოზური აქტივობა. ჩვენ მიზანს წარმოადგენდა პირველი რიგის წამლების აქტივობის გაზრდა და ეფექტურობის გაუმჯობესება რეზისტენტული თუ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ბაქტერიებისთვის.

სინთეზის შემდგომ კვლევის მიზანს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს მათი სტრუქტურული დახასიათება ისეთი კვლევის მეთოდებით, როგორიცაა ი.წ. სპექტროსკოპია, ბირთვულ მაგნიტური რეზონანსი, უ.ი. სპექტროსკოპია და ლღობის ტემპერატურების განსაზღვრა. კვლევის ეს ნაწილი შესრულდება პროფ. ეტიბარ ისმაილოვის ლაბორატორიაში (ბაქო).  მომდევნო ეტაპზე კი დაგეგმილია საკვლევი ნაერთების მიკრობიოლოგიური შესწავლა, კერძოდ, მოხდება ტუბერკულოზის ჩხირის შტამების ზრდაზე დაკვირვება იზონიაზიდი/პირაზინამიდის, როგორც საკონტროლო ნიმუშების და  საკვლევი ნივთიერებების თანაობისას. ეს საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ მათი ეფექტურობა მიკობაქტერიის  გამრავლების დინამიკაზე. კვლევის ამ ნაწილის შესრულება დაგეგმილია პროფ. ვალერიუ კრუდუს ლაბორატორიაში (კიშინიოვი). პროფ. კრუდუ აღიარებული პთიზიოპულმონოლოგია მოლდავეთში და საკითხით დაინტერესების დადასტურებაა მათი მხრიდან ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოს უნივერსიტეტთან.

მიკობაქტერიოლოგიური ტესტირება საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ აქტიური მოლეკულების სქრინინგი. მიღებული შედეგების საფუძველზე დაიგეგმება შემდგომი ეტაპის დამატებითი კვლევები ან სინთეზი სჭიროების შემთხვევაში, პარტნიორ ინსტიტუტებთან ერთად.

კვლევების ჩატარებასთან ერთად დაგეგმილია მონაცემთა დამუშავება-ანალიზი და პუბლიკაციის მომზადება.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა