საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს სთავაზობს თანამედროვე და ინტერდისციპლინარულ განათლებას საერთაშორისო ურთიერთობებში.

წინამდებარე პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტს შეიქმნას სრულყოფილი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის და პრინციპების შესახებ; კიდევ უფრო გაიღრმავოს ცოდნა და პრაქტიკული უნარები შემდეგი მიმართულებებით: პოლიტიკური თეორიები, ისტორია, ფილოსოფია, ნაციონალიზმი, უსაფრთხოება, ტერორიზმი და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის და ეკონომიკის მთავარი გამოწვევები. ისტორიულ კონტექსტში თეორიული და ფილოსოფიური კონცეფციების ცოდნა ეხმარება სტუდენტს უკეთ გაიგოს როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის საშინაო პოლიტიკა.

კურუკულუმში წარმოდგენილია დაბალანსებული ნაერთი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებიდან, ფილოსოფიიდან, ისტორიიდან, სოციოლოგიიდან, ეკონომიკიდან. ის მდიდარია საერთაშორისო ურთიერთობების საგარეო პოლიტიკის და ევროინტეგრაციის სპეციალიზაციისათვის აუცილებელი სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებით.

კურუკულუმში გათვალისწინებულია სასწავლო კურსები წერითი და კვლევითი უნარების განსავითარებლად, აგრეთვე გათვალისწინებულია სტუდენტთა ინტერესი პროფესიული ინგლისური ენის სრულყოფილ ცოდნასთან დაკავშირებით, ამ მიზნით პროგრამაში, ძირითადად მაღალ კურსებზე, გათვალისწინებულია სპეციალობის ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები, პროგრამა მოიცავს მეორე უცხო ენის არჩევით კურსებსაც, იგულისხმება რამდენიმე უცხო ენის შეთავაზება.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ კრიტიკულად შეისწავლონ თანამედროვეობის საერთაშორისო და კულტურათშორისი გამოწვევები, მაგალითად როგორიცაა, გლობალური უთანასწორობა, ეკონომიკური დამოკიდებულება, კონფლიქტები და უსაფრთხოება, ან გლობალიზაციის პირობებში ისეთი ორგანიზაციების განვითარება, როგორიცაა, გაერო, ნატო, ევროპული კავშირი.

პროგრამის ფარგლებში მოქმედი დიპლომატების ორგანიზებით წარმატებულად მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციების  მოდელირების პროექტები.  

საბაკალავრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტების  აკადემიური და ინტელექტუალური წახალისების მიზნით უნივერსიტეტი ახორციელებს მათ მიერ წარმოდგენილი კვლევითი ინიციატივების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებას.

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ქვემოთ მოცემულ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მოქმედ გაცვლით პროგრამებში:

  • პარკი უნივერსიტეტი, შტატი მისური, აშშ (Park University, a Missouri nonprofit corporation)
  • ფორდამის უნივერსიტეტი, აშშ (Fordham University)
  • ამერიკული უნივერსიტეტი, აშშ (American University)
  • ვებსტერის უნივერსიტეტი, ათენი, საბერძნეთი (The Athens Campus of Webster University)
  • მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი (Masaryk University)


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა.

საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

GAU-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი. 

საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სასწავლო კურსის/კომპონენტის შეფასების სისტემის ცნობადობის გაზრდის მიზნით და გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად დგინდება შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების სხვადასხვა შეფასების მეთოდის გაზომვის შეფასების კრიტერიუმები (იხილეთ სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების  შეფასების მეთოდების გაზომვის შეფასების კრიტერიუმების ინსტრუქცია)

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

პროგრამა აგებულია შემდეგი პრინციპით - ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები და თავისუფალი კომპონენტები, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს სავალდებულო და არჩევით კომპონენტებს:

  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები (130 ECTS)
  • ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი კომპონენტი (40 ECTS)
  • თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო სასწავლო კურსები (18 ECTS)
  • სავალდებულო უცხოური (ინგლისური) ენის კომპონენტი (30 ECTS)
  • მეორე უცხოური (გერმანული, ფრანგული, რუსული, ესპანური, თურქული) ენის კომპონენტი (16 ECTS)
  • თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსები (6 ECTS)

არჩევითი კრედიტის დაგროვება სტუდენტის ინტერესზეა დამოკიდებული და შეიძლება განხორციელდეს:

  • არჩევითი საგნებიდან ზოგადი უნარების განსავითარებლად;
  • მეორე უცხო ენის შესწავლის გზით;
  • სპეციალობის არჩევითი საგნებიდან;
  • პრაქტიკული კომპონენტიდან;
  • კვლევითი კომპონენტიდან;
  • თავისუფალი კომპონენტიდან.

პროგრამა მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს - 12 კრედიტის მოცულობით, რომლის დაგროვებაც სტუდენტს შეუძლია:

  • სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  


დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სწავლის საფასური 

GAU-ში საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600* ლარს. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.*


დაფინანსება 

1. TOP GRANT - სწავლის სრულად დაფინანსება 

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).

TOPგრანტის მისაღებად საჭიროა:

  1. მონიშნოთ პირველ ადგილზე GAU-ს საბაკალავრო პროგრამა (120);
  2. მიიღოთ მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოხვდეთ TOP 1,000 რეიტინგში;

2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის  20%-ს ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*




დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


იზო კაპანაძე

იზო კაპანაძე

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა, ევროპული ინტეგრაციის და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა

(+995) 595 258 584
(+995 32) 220 65 20 (106)
izokapanadze@gau.edu.ge
ლელა მელაძე

ლელა მელაძე

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა

(+995) 555 77 00 80
(+995 32) 220 65 20 (103)
lelameladze@gau.edu.ge

საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა დიფერენცირებულია საერთაშორისო, რეგიონალური და სუბრეგიონალური ასპექტების მიხედვით და მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კორპორატიულ ურთიერთობათა ელემენტებს. პროგრამა გამდიდრებულია მონათესავე და დაკავშირებული ისეთი კურსებით, რომელთა შესწავლა არსებითად ამაღლებს პროგრამის როგორც პრაქტიკულ ისე აკადემიურ ღირებულებას კვალიფიციური კადრების მომზადების თვალსაზრისით.

პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტს მიიღოს ინტერდისციპლინარული განათლება, შეისწავლოს  მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მთავარი გამოწვევები, აგრეთვე გაიღრმავოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები შემდეგი მიმართულებებით:  საერთაშორისო უსაფრთხოება, სოციალური კვლევის მეთოდები, ევროპული ინტეგრაცია, საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო კონფლიქტები, პოლიტეკონომია, პოლიტიკური კომუნიკაციის სახეები და ფორმები და სხვ.

პროგრამა ამზადებს სტუდენტს სამთავრობო სააგენტოებში, მთავრობათაშორის ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა ან ტრანსნაციონალურ კორპორაციებში წარმატებული კარიერის განხორციელებისათვის.

უფრო მეტიც, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა სთავაზობს სტუდენტს არა მარტო შეისწავლოს საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური პრობლემები, არამედ მიიღოს სრულყოფილი ცოდნა ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული რეგიონის შესახებ:

  • რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე;
  • ევროპა;
  • ახლო აღმოსავლეთი და არაბული სამყარო;
  • ამერიკა (აშშ).

პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უცხო ენის სწავლებას - პროგრამის სავალდებულო კურსებში გათვალისწინებულია პროფესიული ინგლისური ენა, აგრეთვე სტუდენტები ზოგიერთ სასწავლო კურსს გადიან ინგლისურად. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მეორე უცხოურ ენასაც (გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული).

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ქვემოთ მოცემულ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მოქმედ გაცვლით პროგრამებში:

  • პარკი უნივერსიტეტი, შტატი მისური, აშშ (Park University, a Missouri nonprofit corporation)
  • ფორდამის უნივერსიტეტი, აშშ (Fordham University)
  • ამერიკული უნივერსიტეტი, აშშ (American University)
  • ვებსტერის უნივერსიტეტი, ათენი, საბერძნეთი (The Athens Campus of Webster University)
  • მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი (Masaryk University)


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა.

საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გასაუბრებას სპეციალობაში. 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი. პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.

სასწავლო კურსის/კომპონენტის შეფასების სისტემის ცნობადობის გაზრდის მიზნით და გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად დგინდება შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების სხვადასხვა შეფასების მეთოდის გაზომვის შეფასების კრიტერიუმები (იხილეთ სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების  შეფასების მეთოდების გაზომვის შეფასების კრიტერიუმების ინსტრუქცია)

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 2 წელი, 4 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტში მაგისტრანტი აგროვებს 95 კრედიტს, კვლევითში - 25 კრედიტს.

არჩევითი სასწავლო კრედიტის დაგროვება მაგისტრანტის ინტერესზეა დამოკიდებული და შესაძლებელია განხორციელდეს ზოგადი ან/და ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი რეგიონალური კონცენტრაციიდან:

  • რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე;
  • ევროპა;
  • ახლო აღმოსავლეთი და არაბული სამყარო;
  • ამერიკა (აშშ).

პროგრამა მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს 15 კრედიტის მოცულობით, რომელიც მაგისტრანტს შეუძლია დააგროვოს:

  • იგივე სასწავლო პროგრამის არჩევითი კომპონენტებიდან;  
  • სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები  აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  


საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ელენე ცაია

ელენე ცაია

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამართლის და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 333 248
(+995 32) 220 65 20 (102)
elene.tsaia@gau.edu.ge

სწავლის საფასური - 2024-2025 სასწავლო წელი

GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.*


დაფინანსება - 2024-2025 სასწავლო წელი

 სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*



საერთაშორისო  ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სამეცნიერო კვლევა და პედაგოგიური საქმიანობა განახორციელონ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაღალკვალიფიციური მეცნიერების  მეთვალყურეობის ქვეშ. სადოქტორო პროგრამა განსაკუთრებით ძლიერია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის, პოლიტიკური სოციოლოგიის, უსაფრთხოების კვლევების, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის და ევროპული კვლევების მიმართულებით.

სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სკოლა ხელს უწყობს სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და კვლევითი ცენტრების (ინსტიტუტების) ჩამოყალიბებას საკუთარი აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულების კვლევითი ინიციატივების წახალისების მიზნით.

ამჟამად, სკოლის ფარგლებში ფუნქციონირებს რუსეთის კვლევებისა და კონსტიტუციონალიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები.

პროგრამის დასრულების შემდეგ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს საერთაშორისო ურთიერთობებში შესაძლებლობა ექნება, განაგრძოს მოღვაწეობა როგორც აკადემიურ სირცეში, სწავლებისა და კვლევის მიმართულებით, ისე - სახელმწიფო და საჯარო სექტორში არსებულ კვლევით პროექტებსა და ინსტიტუტებში მკვლევარებად და ანალიტიკოსებად.

უნივერსიტეტი სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს ანიჭებს  შესაძლებლობას, სასწავლო კომპონენტი შეასრულონ ან/და კვლევითი კომპონენტის გარკვეული ნაწილი განახორციელონ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში:

  • პარკი უნივერსიტეტი, შტატი მისური, აშშ (Park University, a Missouri nonprofil corporation)
  • ფორდამის უნივერსიტეტი , აშშ (Fordham University)
  • ამერიკული უნივერსიტეტი, აშშ  (American University)
  • ვებსტერის უნივერსიტეტი, ათენი, საბერძნეთი (The Athens Campus of Webster University)
  • მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი  (Masaryk University)


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა.

საქართველოს მოქალაქისთვის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მაგისტრის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციისა და უცხო ენის (ინგლისური) ფლობა მინიმუმ B2 დონეზე;

უცხო ენის ცოდნის დონის გამოსავლენად აპლიკანტი აბარებს ტესტირებას დროებით საფაკულტეტო კომისიასთან; პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი ან/და მეორე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება;

აპლიკანტი გასაუბრებას გადის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოსთან.

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

დოქტორანტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კომპონენტის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

დოქტორანტის შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა დოქტორანტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

დოქტორანტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

დისერტაციის შეფასება ხორციელდება იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც დოქტორანტი დაასრულებს მასზე მუშაობას. დისერტაცია, ფასდება ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით).

დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომი ფასდება შეფასების შემდეგი სისტემის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს.

უარყოფითი შეფასებები:
არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;
სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

არადამაკმაყოფილებელის (insufficient) მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი, ხოლო სრულიად არადამაკმაყოფილებელის (sub omni canone) მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.  

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 3 წელი, 6 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დოქტორანტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა დოქტორანტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა იყოფა სამ კომპონენტად: სასწავლო, სამეცნიერო - კვლევითი და თავისუფალი.

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ამზადებს მას სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად  და მომავალი სამეცნიერო-კვლევითი ან/და პედაგოგიური საქმიანობისათვის.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტი აგროვებს 60 კრედიტს, კვლევით კომპონენტში - 120 კრედიტს.  

პროგრამა მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს - 15 კრედიტის მოცულობით, რომელსაც დოქტორანტი აგროვებს სასწავლო კომპონენტის ნაცვლად:

  • სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ლალი წურწუმია

ლალი წურწუმია

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სადოქტორო პროგრამები

(+995) 595 295 890
(+995 32) 220 65 20 (105)
ltsurtsumia@gau.edu.ge

სწავლის საფასური - 2024-2025 სასწავლო წელი

GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 5,000 ლარი.


დაფინანსება - 2024-2025 სასწავლო წელი

1. დაფინანსება GAU-ს კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის :
თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU-გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

2. დაფინანსება GAU-ს თანამშრომლებისთვის:

GAU-ში დასაქმებულ პერსონალზე მქომედებს 50%-იანი დაფინანსება, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

3. დაფინანსება GAU-ს პროფესორებისთვის:

GAU-ს პროფესურასთვის მოქმედებს 20%-იანი დაფინანსება, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

4. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა