GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრისა და სს "პრივატ ამბულანს"-ის თანამშრომლობა!
ხუთშაბათი, 22 ივლისი, 2021
2021 წლის 22 ივლისს, GAU-ს მედიცინის სკოლასა და სს ,,პრივატ ამბულანს" შორის გაფორმდა ხელშკრულება, რომლის ფარგლებშიც სს "პრივატ ამბულანს"-ის თანამშრომლებს ჩაუტარდათ და პერიოდულად უტარდებათ კურსები და ტრენინგები უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში.
თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სამ ქალაქში ჩატარდა შემდეგი ტრენინგ-კურსები: ,,სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი", ,,ანაფილაქსიის მართვა", ,,სიმულაციური სწავლება", ,,ტრავმის მართვა პრეჰოსპიტალურ დონეზე (PHTLS)".