NAEMT - ის კურსი ტრავმის მართვა პრეჰოსპიტალურ დონეზე (PHTLS)!
შაბათი, 16 ივლისი, 2022
16 და 17 ივლისს GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრში ჩატარდა NAEMT - ის კურსი ტრავმის მართვა პრეჰოსპიტალურ დონეზე (PHTLS).
კურსი მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად და საინტერესოდ - პრეჰოსპიტალური შემთხვევების სცენარებით, სიმულაციური პაციენტების მონაწილეობით სიმულაციურ გარემოში.
მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან, ყველა მათგანს კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადაეცათ PHTLS პროვაიდერის საერთაშორისო სერტიფიკატები.