სიახლეები და ღონისძიებები

სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის გამოსაშვები - 2019

სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის გამოსაშვები - 2019

შაბათი, 13 ივლისი, 2019

აჩვენე კალენდარზე

13 ივლისს (2019) რესპუბლიკაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები თავიანთი სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა შეუდგებიან და შეეცდებიან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო სტანდარტის საკუთარ პროფესიაში დამკვიდრებას.

კურსდამთავრებულებს სიტყვით GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მიმართა. მან იმ მოცემულობებზე ისაუბრა, რომლებიც ცხოვრებაში არსებობს და ყველა კურსდამთავრებულს უსურვა ობიექტური რეალობის მიღების ნებისყოფა და იმის შეცვლის ძალა, რისი შეცვლაც შესაძლებელია. ამის შემდეგ, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა გამოსაშვები საღამოს საპატიო სტუმარმა ამერიკის საელჩოს სამართლებრიმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა და მათ წარმატებები უსურვა. აუდიტორიას სიტყვით სამართლისა, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიმართა და სითბოსთან ერთად პროფესიული თუ პირადი რჩევები გაუზიარა.

თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება. წარჩინებულ სტუდენტებს GAU-სგან საჩუქრად გადაეცათ ჩვენი საამაყო წიგნი „ქართული ანბანი - 33 ემოცია“.

დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა.

გრედუეიშენის ცერემონია ტორტის გაჭრით, ეზოში ქუდების აყრითა და ჰელიუმის ბუშტების გაშვებით დასრულდა, ამის შემდეგ კი ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა