კავშირი მიგრაციასა და გენდერს შორის: დაბრკოლებები და შესაძლებლობები
სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2019
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით უმპასპინძლა საჯარო დისკუსიას თემაზე: კავშირი მიგრაციასა და გენდერს შორის: დაბრკოლებები და შესაძლებლობები.
საჯარო დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მიგრაციის გამოწვევები ქალებთან, მამაკაცებთან და ოჯახებთან მიმართებაში, მიგრაციის პოლიტიკა, დიასპორული ურთიერთობები, ოჯახის გაერთიანება და გამიჯვნა.
გენდერთან და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები გლობალურ დონეზე და ქართულ კონტექსტში განიხილეს ერასმუსის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა Katarzyna Grabska-მ, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა (GAU/TSU) და ქეთევან გომელაურმა ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრიდან.