სიახლეები და ღონისძიებები

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია GAU-ში!

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია GAU-ში!

ოთხშაბათი, 06 დეკემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე - პრეზიდენტს, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანს  ზაზა რუხაძესა და “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ იმნაიშვილი და  სერტიფიცირების, განათლებისა და წევრობის მართვის სამსახურის სპეციალისტი მეგი ჯაყელი.

შეხვედრაზე “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა საქართველოში ამ მიმართულებით დანერგილ სიახლეებსა და რეფორმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მედიაციის ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის გაზრდას, მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზე, ასევე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

თავის მხრივ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა რუხაძემ სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიაციის სასწავლო კურსების, უნივერსიტეტში მედიაციის აკრედიტირებული 60-საათიანი სერტიფიცირების კურსის დანერგვისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, ზაზა რუხაძემ და ირაკლი ყანდაშვილმა შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა