სიახლეები და ღონისძიებები

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ქეთევან ჟვანია - „სად არის ზღვარი PR-სა და მარკეტინგს შორის?“

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ქეთევან ჟვანია - „სად არის ზღვარი PR-სა და მარკეტინგს შორის?“

ხუთშაბათი, 20 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

20 მაისს (2021), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მხარდაჭერითა და ჩვენი სტუდენტების ინიციატივით საჯარო ლექციების სერია "GAU მომავლისთვის" ფარგლებში გაიმართა "ეფეს საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ქეთევან ჟვანიას საჯარო ლექცია, სახელწოდებით: „სად არის ზღვარი PR-სა და მარკეტინგს შორის?“.

ლექციის ფარგლებში პასუხები გაეცა შემდეგ კითხვებს:

  • რა განსხვავება და გადაკვეთის წერტილებია PR-სა და მარკეტინგს შორის?
  • ვინ არის PR-ის სპეციალისტი?
  • ვინ არის მარკეტინგის სპეციალისტი?
  • რა ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს PR-ს თანამედროვე კომპანიებში?

მსჯელობა გაიმართა „ეფეს საქართველოს“კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.

ლექციის პირდაპირ ეთერში მოსმენის და კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო,  GAU-ს Facebook გვერდზე.

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა