საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": თამარ გელაშვილი - პოსტმოდერნისტული "Nothing Real"
სამშაბათი, 22 დეკემბერი, 2020
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური სკოლის ლექტორის თამარ გელაშვილის “Nothing Real”, პოსტმოდერნისტულმა პიესამ, 2020 წელს დრამატურგიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „თუმანიშვილის ვაშლი“ მოიპოვა.
22 დეკემბერს (2020) ონლაინ საჯარო ლექციების სერია "GAU მომავლისთვის" ფარგლებში ვისაუბრეთ ტექსტის ავტორთან და GAU-ს მოწვეულ ლექტორთან, თამარ გელაშვილთან.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- კონკურსის „ახალი ქართული პიესა“ მნიშვნელობა და დრამატურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილი;
- მწერლები და ლიტერატურული ტექსტები, რომელიც ავტორისთვის შთაგონების წყაროდ იქცა;
- პიესის ინგლისურენოვანი სათაურის სიმბოლიკა;
- პიესის დადგმის შესაძლებლობა;
- თუმანიშვილის ფონდის პროექტი "თარგმნილი პიესა".
#WeAreGAU #GAUმომავლისთვის